Sunday, July 13, 2014

ტრენინგის მეცხრე დღე

მიუხედავად ზაფხულის ცხელი დღეებისა, ტრენინგმა ძალიან კარგად ჩაიარა.
მოდულის ყველა კომპონენტი საინტერესო იყო, ბევრი რამ ვისწავლე, ბევრიც გავიხსენე.
ჩემი მუშაობის დროს რაღაც კითხვები მქონდა ხოლმე შეფასების კრიტერიუმებთან და შეფასების სქემებთან დაკავშირებით. ყველაფერი კარგად გავიაზრე და საკმაოდ თავდაჯერებული გავხდი ამ საკითხში.
განსაკუთრებით მომეწონა 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების ასეთი თავმოყრა და კლასიფიკაცია. მეამაყება,რომ მეც 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებით აღჭურვილი პედაგოგი ვარ.
პრაქტიკულად ყველაფერ ამას აქტიურად გამოვიყენებ ახალი სასწავლო წლიდან.
ასევე გავუზიარებ ჩემს ცოდნას კოლეგებს და დავეხმარები პროექტებით სწავლების საკითხებში.
კმაყოფილი ვარ, რომ პროექტი დავასრულე და წარმატებით ავტვირთე ბლოგზე.
დამსახურებულად მივიღე სერთიფიკატი.
ტრენინგის საინტერესოდ და კარგად ჩატარებისთვის კიდევ და კიდევ ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ დიანა მიქაძეს! 

2 comments:

  1. ძალიან საყვარელი ხარ.თუ მოვახერხებ მინდა ღია გაკვეთილი ჩავატარო და მოგიქვიო.

    ReplyDelete
  2. რუსუდან, რა საინტერესო თემა გქონდა შერჩეული, შენ პროექტს აუცილებლად წავიკითხავ თავიდან.

    ReplyDelete